Tuesday, February 15, 2011

ბრაზილია

Posted in by a.r.a. | Edit

ბრაზილია ზოგადად

დედაქალაქი - ბრაზილია

მაღლა იესოს ქანდაკებაა რიო-დე-ჯანეიროში (რიო დე ჟანეირო ”იანვრის მდინარეს” ნიშნავს)
ეს ქანდაკება კორკოვადოს მთაზე დგას. 30 მეტრის ქვისა და ბეტონის ქანდაკება გაშლილი ხელებით თითქოს ლოცავს ქალაქს. ქანდაკება 1921 წელს ააგეს.

ამაზონია.. ყველაზე დიდ ფართობზე გადაჭიმული დაბლობი და ჯუნგლები.. ამ ადგილას ბევრი უცნაური ცხოველი, ფრინველი, მწერი თუ მცენარე ბინადრობს.. ადამიანები ერიდებიან ამ ადგილს და სრულიად საფუძვლიანადაც.. დაახლოებით 10 კვადრატულ კილომეტრზე აქ გვხვდება: 1500 სახეობის ყვავილი; 750 სახეობის ხე; 100 ჯიშზე მეტი ძუძუმწოვარა ცხოველი; 400ზე მეტი ჯიშიც ფრინველი და უამრავი გველი და მწერი. ბევრი მათგანი არავის უნახავს და აღუწერია.
ყველაზე მაღალი ხეები აღწევს 90 მეტრს სიმაღლეში და 12 მეტრს სიგანეში..
ცხოველებიდან აღსანიშნავია იაგუარი, ზარმაცა და ა.შ.




მდინარე ამაზონი
ყველაზე წყალუხვი მდინარე..
ინდიელები ამაზონს ”პარანა-ტინგს” ეძახიან, რაც მსინარეთა დედოფალს ნიშნავს. ამაზონის მდინარეში 2000-ზე მეტი ჯიშის თევზია. მათ შორის ყველაზე საყვარელი და თვინიერია პირანია. :D ამ მშვენიერ მდინარეში ასევე ბინადრობენ: მდინარის ზვიგენი; 5მეტრიანი პირარუკუ (ან არაპაიმა), რომელიც 200კგ-ს აღწევს წონაში; 2მეტრიანი ელექტრო გველთევზა, რომლლის შეხებაც 300 ვოლტით გადაჯილდოვებთ; 5მეტრიანი ნიანგები; ლამანტინები; დელფინები და ა.შ. ადგილობრივი ინდიელები ამბობენ, რომ 3 პატარა პირანიას 1 დიდი ნიანგი ურჩევნიათ.. მაგრამ მდინარე ამაზონის ყველაზე ცნობილი ბინადარია ანაკონდა. გვხვდება 12 მეტრიანი ანაკონდები 2 მეტრი სიმაღლით, მაგრამ მონადირეები 15 და 18 მეტრიანი ანაკონდების შესახებაც ყვებიან!



ჩანჩქერი იგუასუ


მეტი ისეთი არაფერი..

0 Comments


Leave a Comment