Monday, February 7, 2011

ბოლივია

Posted in by a.r.a. | Edit

ბოლივია ზოგადად
შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანას ორი დედაქალაქი აქვს: ოფიციალური დედაქალაქი - სუკრე და ფაქტობრივი დედაქალაქი - ლა-პასი



ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობა ბოლივიაში არის ტბა ტიტიკაკა



ეს ტბა პერუს და ბოლივიის საზღვარზეა..
ტიტიკაკაზე 30 კუნძულზე მეტია.. აქედან 2 კუნძული ადგილობრივი მოსახლეობისთვის წმინდაა და შესაბამის სახელებსაც ატარებენ: isla-del-sol (მზის კუნძული) და isla-de-la-luna (მთვარის კუნძული). ინკების ლეგენდის თანახმად, ეს კუნძულები ეკუთვნოდათ მზის ღმერთ ტიტიკაკას და მთვარის ღმერთ კოატის. კუნძულებზე არქეოლოგებმა უძველესი ტაძრების ნანგრევები აღმოაჩინეს. გადმოცემით, აქ დაიბადნენ მზის შვილი ინკა მანკო კაპაკი და მისი და, მთვარის შვილი მამა ოკლო - ინკების იმპერიის წინაპრები.
ინკა მანკომ და მისმა დამ დაარსეს ინკების იმპერია. იმპერიის დედაქალაქ კუსკოში კი მზის ღმერთის საპატივცემულოდ, ტაძარი ააგეს. ესპანელი კონკისკადორების შემოჭრამ ეს იმპერის გაანადგურა. ახლა ინკების წინაპრები - ინდიელები კვლავ ცხოვრობენ ტიტიკაკას ნაპირებთან და ისევე, როგორ ძველად, მიწათმოქმედებას მისდევენ..


0 Comments


Leave a Comment