Tuesday, December 21, 2010

ავსტრალია

Posted in by a.r.a. | Edit

ზოგადი ცნობები აქ..

დიდი ბარიერული რიფი

ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფი

მსოფლიოში უდიდესი მარჯნის რიფი და

უდიდესი ბიოლოგიური სტრუქტურაა.

სიგრძეში 2000 კმ–ს აღწევს.. და ძალიან ძალიან ლამაზია ♥


ავსტრალია ყველაზე მშრალი კონტინენტია.. მურეი – ავსტრალიის ერთადერთი ნორმალური მდინარეა.. მისი შენაკადია დარლინგი.. და რანაირად ყოფნის ეს ორი მდინარე ამხელა კონტინენტს, არ ვიცი :))


ულურუ



ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე ულურუ უდიდესი კლდოვანი წარმონაქმნია. მისი სიგრძე 3.6 კმ–ია, სიგანე – 2კმ.

ულურუს ადრე ეიერსის კლდე ერქვა სამხრეთ ავსტრალიის პრემიერ–მინისტრის, სერ ჰენრი ეიერსის პატივსაცემად. ულურუს აბორიგენები დღესაც ეიერსის კლდეს ეძახიან..

მეცნიერებს შორის დიდი დავა იყო იმის შესახებ, თუ საიდან გაჩნდა ასეთი წარმონაქმნი უდაბნოში.. იყო ვერსია, რომ ულურუ გიგანტური მეტეორიტი იყო, რომელიც ათასობით წლის წინ ჩამოვარდა უდაბნოში, მაგრამ მოგვიანებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ულურუ, უბრალოდ, ეროზიის შედეგია. მიუხედავად მეცნიერების დასკვნისა, ამ ადგილს მაინც მისტიკური ეფექტი აქვს.. განსაკუთრებით მზის ჩასვლისას ♥


როგორც იქნა, გამახსენდა დედაქალაქიც – კანბერა.. ამ ქალაქზე საინტერესო არაფერი არ ვიცი, ამიტომ ავსტრალიის ყველაზე დიდ ქალაქზე გადავალ – სიდნეი ცნობილია ოპერით, რომელიც ძალიან ლამაზია

ავსტრალიის კლიმანტს სასიამოვნოს ნამდვილად ვერ უწოდებ.. ყველგან უდაბნო და სიცხეა.. მხოლოდ კუნძული ტასმანია შეიძლება ჩაითვალოს ადგილად, სადაც სიგრილესა და მთიან ლანდშაფტს დანატრებული ადამიანი თავს სამოთხეში იგრძნობს.. მაგრამ.. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავსტრალიაში ვართ – ქვეყანაში, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გვარწმუნებს თავის უცნაურობაში..

რაც შეეხება ტასმანიის ფლორას და ფაუნას, კუნძულზე მცენარეების მრავალფეროვნება არ არის.. ცხოველთა სამყარო ძალიან ჰგავს ავსტრალიურ ფაუნას. მართალია, ზოგი ცხოველი და ფრინველი მარტო კუნძულზე ბინადრობს, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ავსტრალიაში ეს ჯიშები ადამიანმა გაანადგურა.

მხოლოდ ტასმანიაში ბინადრობს ორი მტაცებელი ცხოველი: ჩანთოსანი მგელი და ჩანთოსანი ეშმაკი (იგივე ტასმანიური ეშმაკი).

ამ უკანასკნელის მულტიპლიკაციური ვარიანტი პირადად ჩემთვის ძალიან საყვარელია ♥


საერთოდ, ავსტრალია ანომალია ქვეყანაა.. მდინარეები მიწის ქვეშაა, ტბები – მთების წვერზე, მსხალს სქელი დაბოლოება ყუნწთან აქვს და ბალს კურკა გარედან ეზრდება.. ხეები თავდაყირა იზრდება.. არიან ისეთი ხეებიც, რომლებიც "ახრჩობენ" და "კლავენ" ერთმანეთს..


აქ ბინადრობს ჭიანჭველა, რომელსაც ერთი ძალიან საინტერესო თვისება ახასიათებს – თუ მას ორად გაჭრი, იწყება ბრძოლა თავსა და კუდს შორის.. და ისინი ერთმანეთს კბენენ :D აქ ბინადრობს ალკენი–არსება, რომელიც ადამიანივით იცინის და გველებს ჭამს (სამწუხაროდ სურათი ვერ ვნახე).. და ძალიან საზიზღარი თევზი – blobfish, რომელიც მოწყენილ ადამიანს ჰგავს, მაგრამ ისეთია, რომ სურათს შეგნებულად არ ვდებ.. ნახეთ ლინკი..

ავსტრალიის ჩრდილო ნაპირებთან ბინადრობ მსოფლიოს ყველაზე საშიში არსება – "ზღვის კრაზანა." ის პატარა, გამჭვირვალე მედუზაა. 1 მედუზას შხამით 3 წთ–ში 60 ადამიანი მოკვდება.


ბოლოს.. გამოჩენილი ადამიანები: კაილი მინოუგი, ნიკოლ კიდმანი, რასელ ქროუ, მელ გიბსონი, პეტა უილსონი(ნიკიტა)..

დავასრულე..


0 Comments


Leave a Comment