Monday, December 20, 2010

ავსტრია

Posted in by a.r.a. | Edit



ზოგადი (ვიკიპედიური) ინფორმაცია აქაა..

დედაქალაქი – ვენა.. რომ არ ვახსენო, არ შეიძლება.. ეს ქალაქი მსოფლიო მუსიკალურ ცენტრად ითვლება.. აღარაფერს ვამბობ ვენის მუზეუმებზე და სასახლეებზე.. აქ მდებარეობს მსოფლიოში უძველესი, 1752 წელს დაარსებული ზოოპარკი - Schönbrunn Zoo.. ტურისტებისთვის ასევე ძალიან მიმზიდველი ადგილი – ჰაბსბურგების დინასტიის რეზიდენცია – ჰოფბურგი
ეს რაც მე ვიცი.. ავსტრიაზე ცოტა გამოვიდა, მაგრამ არაუშავს.. მაინც ჩემთვის ვაკეთებ :))

გამოჩენილი ადამიანები: კომპოზიტორებით რომ არ დავიწყო, არ შემიძლია( მოცარტი, შტრაუსი(მამა), შტრაუსი(შვილი)– ვალსების მეფე, შუბერტი..) მწერლები – შტეფან ცვაიგი და ფრანც კაფკა ♥ ავსტიელი იყო ფსიქოანალიზის მამა – ზიგმუნდ ფროიდი ♥, სიმბოლისტი მხატვარი გუსტავ კლიმტი, მსახიობი არნოლდ შვარცენეგერი – ჩვენი ძვირფასი ტერმინატორი და ბოლოს.. უძლიერესი პოლიტიკოსი, ტირანი და დიქტატორი (სხვათა შორის მხატვარიც) – ადოლფ ჰიტლერი..
მარტო იმიტომ ღირს ავსტიაში წასვლა, რომ ეს პატარა და ულამაზესი სოფელი მოინახულო –– Hallstatt
ლამაზია ასევე ზალცბურგი.. ჰო, კიდევ შნიცელები და ტკბილეული. ზოგიერთის აზრით, ავსტრიელები ტკბილეულში ყველაზე მაგრები არიან

დავასრულე :D ესეც პატარა ვიდეო–გიდი


p.s. ლაშიუს დოქტორიუსის დაჟინებული მოთხოვნით, ვენის უნივერსიტეტი, რომელშიც ეს უკანასკნელი ისწავლის მომავალი წლიდან :))




2 Comments


  1. Anonymous

    ძალიან საყვარელი რამეა თან ავსტრიაზე როა მითუმეტეს მომეწონა :))

    December 20, 2010 at 1:17 PM

Leave a Comment