არაბთა გაერთიანებული საამიროები.. იგივე ემირატები – ოცნების ქვეყანაა ბევრი ადამიანისთვის..
ქვეყანა 7 საამიროსგან შედგება.. 7ივეს სხვადასხვა შეიხი მართავს..
ემირატების ერთ–ერთი დიდი ქალაქია დუბაი: ქალაქი–ფენომენი.. ვერსად შეხვდებით ამდენ სავაჭრო ცენტრს და ასეთ დაბალ ფასებს. (ამიტომაც ჩამოაქვთ "ტავარი" დუბაიდან :D) დუბაი ჯუმეირას რაიონი პლაჟზე დასვენებისთვის საუკეთესო ადგილია. ეს მრავალკილომეტრიანი ქვიშიანი პლაჟია ყველაზე მაღალი კლასის სასტუმროებით, მათ შორის შვიდვარსკვლავიანი “ბურჯ ალ არაბითა” და ექვსვარსკვლავიანი “ჯუმეირა ბიჩით”. “შარჯში კულტურაა, დუბაიში კი გართობა”-ამბობენ არაბეთის გაერთიანებული ემირატების მოქალაქეები. მოკლედ, ოცნებაა ♥
და ბოლოს.. დუბაის ხელოვნური კუნძული
0 Comments
Leave a Comment