ბელიზი
ეს არის ცნობილი blue hole - წყალქვეშა.. ვერტიკალური გამოქვაბული..
ბელიზი ზოგადად
დედაქალაქი - ბელპომანი
ძველი წელთაღრიცხვით 1500 წელს ბელიზის ტერიტორიაზე მაიას ტომები ბინადრობდნენ.
caracol - ეს არის ადგილი, სადაც არქეოლოგებმა მაიას ტომების ნასახლარი აღმოაჩინეს.
ბელგია
ზოგადად.. ბელგიამ სახელწოდება მიიღო ბელგების ტომისგან..
დედაქალაქი - ბრუსელი. დაარსდა VIII საუკუნეში. მთავარ მოედანს ”გრანდ-პლასი” ქვია. მთავარი ტაძარი წმინდა მიხეილის კათედრალური ტაძარია. ერთი ძალიან საინტერესო ტაძარი თემიდას ტაძარია - სამართლიანობის ტაძარი.. ბრუსელის გარეთ მდებარეობს ვატერლოოს ბრძოლის მემორიალი.
ქალაქი ანტვერპენი ალმასების გადამუშავების მსოფლიო ცენტრია. აქ მდებარეობს რუბენსის სახლი.
ეს არის საიტი ტურისტებისთვის, რომლებიც ბელგიაში მოგზაურობას გეგმავენ -- აქ
ერთ-ერთი პირველი ( ნუ.. ჩემთვის პირველი ) და საყვარელი, ეს არის პატარა ბიჭის ქანდაკება ბრუსელში სახელად ”Manneken-Pis statue”
მიქელანჯელოს ქანდაკება - მადონა ჩვილით
რაც შეეხება გამოჩენილ ადამიანებს:
მხატვრები: რუბენსი, სნეიდერსი,იან ვან ეიკი.
მწერლები: ჟორჟ სიმენონი (კომისარი მეგრე ♥), შარლ დე კოსტერი.
მსახიობები: ოდრი ჰეპბერნი, ჟან-კლოდ ვან დამი.
ბაჰამის კუნძულები
ბარბადოსი
დედაქალაქი – bridgetown
ჩემი მტკიცება არ უნდა, რომ ულამაზესია.. ბარბადოსი.. ბევრს მწერალს აქვს მოხსენიებული ეს ადგილი თავის ნაწარმოებებში... ყველაზე ნაცნობი და საყვარელი ჩემთვის "კაპიტან ბლადის ოდისეაა" ♥
ბანგლადეში
ახალი კალედონია
ახალი ზელანდია
ახალი ზელანდია.. ♥ გარკვეული მიზეზების გამო ჩემი საოცნებო ქვეყანა..
ზოგადად აქ
დედაქალაქი – ველინგტონი
ნელ–ნელა დავიწყოთ.. ალბათ არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც შეედრებოდა ახალ ზელანდიას საოცარი ადგილებით..
მაორები მას გრძელი თეთრი ღრუბლის ქვეყანას ეძახიან..
ეს როტორუაა.. ეს ყველაზე დიდი საოცრებაა ახალ ზელანდიაში.. ამ ადგილს ადგილობრივმა მაორებმა უწოდეს "ტაკივა ვაიარიკი", რაც "ცხელი წყლების ქვეყანას" ნიშნავს. ამ ადგილას ასობით ცხელი და ცივი წყლის ნაკადია.. ქალაქშიც კი ხანდახან ტროტუარის ბზარებში ამოდის ცხელი წყლის წავლი..
ეს ფოტოშოპით გაკეთებული სურათი არაა..
ახალი ზელანდიის მეორე საოცრება – ფიორდლენდი..
ეს ადგილას ძალიან ბევრი ტბაა.. და ვაიმე.. ძალიან ლამაზია ♥
ეს პატარა ჩიტი კივია.. ფრთები არ აქვს და უშველებელ კვერცხებს დებს.. როგორ დებს, ევრ ვხვდები.. ამ ფრინველზე ძალიან ძლიერი მოკლემეტრაჟიანი მულტფილმი აქვს გაკეთებული pixar–ს.. აი ლინკი
გამოჩენილები: ქეთრინ მენსფილდი(მწერალი)
არუბა
არუბა — კუნძული კარიბის ზღვაში, მდებარეობს ვენესუელის ჩრდილოეთით და ნიდერლანდების სამეფოს ავტონომიას წარმოადგენს.
დედაქალაქი – ორანესტადი
ძალიან ლამაზი ადგილია!!
არგენტინა
დედაქალაქი – ბუენოს აირესი
არგენტინა სამხრეთ ამერიკაში სიდიდით მეორე ქვეყანაა (ბრაზილიის შემდეგ). ქვეყნის დიდი ნაწილი უკავია პამპას – მაღალბალახოვან სტეპს, რომელიც უკრაინასა და კანადაშიც გვხვდება. მაგრამ მდინარე რიო–კოლორადოს სამხრეთით იწყება თავისებური, ანალოგის არმქონე მხარე – პატაგონია
ულამაზესი ადგილებია.. ყველა სურათს არ დავდებ, თორე გადაიჭედება აქაურობა..
პატაგონია არგენტინის მესამედს იკავებს.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია ხელების გამოქვაბული. ამ გამოქვაბულის კედლებზე დაახლოებით 9000 წლის წინანდელი ნახატებია გამოსახული. აი სურათიც:
სხვა დანარჩენს რაც შეეხება, არგენტინულია ცეკვა ტანგო.
გამოჩენილები: ხორხე ლუის ბორხესი (მწერალი)
არაბთა გაერთიანებული საამიროები
არაბთა გაერთიანებული საამიროები.. იგივე ემირატები – ოცნების ქვეყანაა ბევრი ადამიანისთვის..
ქვეყანა 7 საამიროსგან შედგება.. 7ივეს სხვადასხვა შეიხი მართავს..
ემირატების ერთ–ერთი დიდი ქალაქია დუბაი: ქალაქი–ფენომენი.. ვერსად შეხვდებით ამდენ სავაჭრო ცენტრს და ასეთ დაბალ ფასებს. (ამიტომაც ჩამოაქვთ "ტავარი" დუბაიდან :D) დუბაი ჯუმეირას რაიონი პლაჟზე დასვენებისთვის საუკეთესო ადგილია. ეს მრავალკილომეტრიანი ქვიშიანი პლაჟია ყველაზე მაღალი კლასის სასტუმროებით, მათ შორის შვიდვარსკვლავიანი “ბურჯ ალ არაბითა” და ექვსვარსკვლავიანი “ჯუმეირა ბიჩით”. “შარჯში კულტურაა, დუბაიში კი გართობა”-ამბობენ არაბეთის გაერთიანებული ემირატების მოქალაქეები. მოკლედ, ოცნებაა ♥
და ბოლოს.. დუბაის ხელოვნური კუნძული
ანდორა
ანდორა ერთ–ერთი ჯუჯა ქვეყანაა. ის მდებარეობს პირენეის მთებში, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის.
დედაქალარი – ანდორა ლა ვიელა