Tuesday, March 15, 2011
გაიანა
Posted in
by
a.r.a. |
Edit
გაიანა.. იგივე ბრიტანული გაიანა.. ზოგადად
დედაქალაქი - ჯორჯთაუნი
ეს ჩანჩქერი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ”ღირსშესანიშნაობაა” გაიანაში.. მისი სახელია kaieteur
ეს გაიანას ნაციონალური ფრინველია, სახელად ჰოატცინი.. სასაცილო და მახინჯი :))
და ბოლოს.. ყველაზე საყვარელი არსება, რომელის გაიანაში ბინადრობს..
ტადააა
Friday, March 11, 2011
გაბონი
Posted in
by
a.r.a. |
Edit
Tuesday, March 8, 2011
ბუტანი
Posted in
by
a.r.a. |
Edit
ბუტანი ზოგადად
დედაქალაქი - თიმფუ
ულამაზესი ქვეყანა!!! ბუტანელები თავიანთ ქვეყანას უწოდებენ ”დრუკ იული”-ს, რაც ”ცეცხლის მფრქვეველ დრაკონს” ნიშნავს..
ეს ჯაკარანდაა - რატომღაც საკურას მაგონებს. ძალოიან ლამაზია, მაგრამ რა თქმა უნდა, საკურას არც შეედრება..
ბუტანის ნაციონალური ცხოველი - ტაკინი (ალფი ამის ნათესავი იქნებოდა :))
და ბოლოს.. ტაკტშანგის მონასტერი
Saturday, March 5, 2011
ბურუნდი
Posted in
by
a.r.a. |
Edit
Tuesday, March 1, 2011
ბულგარეთი
Posted in
by
a.r.a. |
Edit
Tuesday, February 15, 2011
ბრაზილია
Posted in
by
a.r.a. |
Edit
ბრაზილია ზოგადად
დედაქალაქი - ბრაზილია
მაღლა იესოს ქანდაკებაა რიო-დე-ჯანეიროში (რიო დე ჟანეირო ”იანვრის მდინარეს” ნიშნავს)
ეს ქანდაკება კორკოვადოს მთაზე დგას. 30 მეტრის ქვისა და ბეტონის ქანდაკება გაშლილი ხელებით თითქოს ლოცავს ქალაქს. ქანდაკება 1921 წელს ააგეს.
ამაზონია.. ყველაზე დიდ ფართობზე გადაჭიმული დაბლობი და ჯუნგლები.. ამ ადგილას ბევრი უცნაური ცხოველი, ფრინველი, მწერი თუ მცენარე ბინადრობს.. ადამიანები ერიდებიან ამ ადგილს და სრულიად საფუძვლიანადაც.. დაახლოებით 10 კვადრატულ კილომეტრზე აქ გვხვდება: 1500 სახეობის ყვავილი; 750 სახეობის ხე; 100 ჯიშზე მეტი ძუძუმწოვარა ცხოველი; 400ზე მეტი ჯიშიც ფრინველი და უამრავი გველი და მწერი. ბევრი მათგანი არავის უნახავს და აღუწერია.
ყველაზე მაღალი ხეები აღწევს 90 მეტრს სიმაღლეში და 12 მეტრს სიგანეში..
ცხოველებიდან აღსანიშნავია იაგუარი, ზარმაცა და ა.შ.
მდინარე ამაზონი
ყველაზე წყალუხვი მდინარე..
ინდიელები ამაზონს ”პარანა-ტინგს” ეძახიან, რაც მსინარეთა დედოფალს ნიშნავს. ამაზონის მდინარეში 2000-ზე მეტი ჯიშის თევზია. მათ შორის ყველაზე საყვარელი და თვინიერია პირანია. :D ამ მშვენიერ მდინარეში ასევე ბინადრობენ: მდინარის ზვიგენი; 5მეტრიანი პირარუკუ (ან არაპაიმა), რომელიც 200კგ-ს აღწევს წონაში; 2მეტრიანი ელექტრო გველთევზა, რომლლის შეხებაც 300 ვოლტით გადაჯილდოვებთ; 5მეტრიანი ნიანგები; ლამანტინები; დელფინები და ა.შ. ადგილობრივი ინდიელები ამბობენ, რომ 3 პატარა პირანიას 1 დიდი ნიანგი ურჩევნიათ.. მაგრამ მდინარე ამაზონის ყველაზე ცნობილი ბინადარია ანაკონდა. გვხვდება 12 მეტრიანი ანაკონდები 2 მეტრი სიმაღლით, მაგრამ მონადირეები 15 და 18 მეტრიანი ანაკონდების შესახებაც ყვებიან!
ჩანჩქერი იგუასუ
მეტი ისეთი არაფერი..
Tuesday, February 8, 2011
ბოსნია და ჰერცეგოვინა
Posted in
by
a.r.a. |
Edit
Monday, February 7, 2011
ბოლივია
Posted in
by
a.r.a. |
Edit
ბოლივია ზოგადად
შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანას ორი დედაქალაქი აქვს: ოფიციალური დედაქალაქი - სუკრე და ფაქტობრივი დედაქალაქი - ლა-პასი
ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობა ბოლივიაში არის ტბა ტიტიკაკა
ეს ტბა პერუს და ბოლივიის საზღვარზეა..
ტიტიკაკაზე 30 კუნძულზე მეტია.. აქედან 2 კუნძული ადგილობრივი მოსახლეობისთვის წმინდაა და შესაბამის სახელებსაც ატარებენ: isla-del-sol (მზის კუნძული) და isla-de-la-luna (მთვარის კუნძული). ინკების ლეგენდის თანახმად, ეს კუნძულები ეკუთვნოდათ მზის ღმერთ ტიტიკაკას და მთვარის ღმერთ კოატის. კუნძულებზე არქეოლოგებმა უძველესი ტაძრების ნანგრევები აღმოაჩინეს. გადმოცემით, აქ დაიბადნენ მზის შვილი ინკა მანკო კაპაკი და მისი და, მთვარის შვილი მამა ოკლო - ინკების იმპერიის წინაპრები.
ინკა მანკომ და მისმა დამ დაარსეს ინკების იმპერია. იმპერიის დედაქალაქ კუსკოში კი მზის ღმერთის საპატივცემულოდ, ტაძარი ააგეს. ესპანელი კონკისკადორების შემოჭრამ ეს იმპერის გაანადგურა. ახლა ინკების წინაპრები - ინდიელები კვლავ ცხოვრობენ ტიტიკაკას ნაპირებთან და ისევე, როგორ ძველად, მიწათმოქმედებას მისდევენ..
Friday, February 4, 2011
ბერმუდა
Posted in
by
a.r.a. |
Edit
ბერმუდა, იგივე, ბერმუდის კუნძულები..
დედაქალაქი - ჰემილტონი..
ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური და საინტერესო ადგილი, ეს ბერმუდის სამკუთხედია, რომელიც დღემდე ამოუცნობია.. თუმცა, სიბერეში, უარს ნამდვილად არ ვიტყოდი ამ ადგილას წასვლაზე (ექსკურსიაზე)..
ბერმუდი ტურისტებს იზიდავს არაჩვეულებრივი და განუმეორებელი ვარდისფერქვიშიანი სანაპიროებით
Wednesday, February 2, 2011
ბენინი
Posted in
by
a.r.a. |
Edit
ბენინი ზოგადად
დედაქალაქი - პორტო-ნოვო
ბენინი ცნობილია მეტალისგან, ძირითადად ბრინჯაოსგან, დამზადებული სხვადასხვა ცნობილი ადამიანის თავის ფორმის მქონე ქანდაკებებით.. დაწვრილებით აქ
Monday, January 31, 2011
ბელიზი
Posted in
by
a.r.a. |
Edit
ბელგია
Posted in
by
a.r.a. |
Edit
ზოგადად.. ბელგიამ სახელწოდება მიიღო ბელგების ტომისგან..
დედაქალაქი - ბრუსელი. დაარსდა VIII საუკუნეში. მთავარ მოედანს ”გრანდ-პლასი” ქვია. მთავარი ტაძარი წმინდა მიხეილის კათედრალური ტაძარია. ერთი ძალიან საინტერესო ტაძარი თემიდას ტაძარია - სამართლიანობის ტაძარი.. ბრუსელის გარეთ მდებარეობს ვატერლოოს ბრძოლის მემორიალი.
ქალაქი ანტვერპენი ალმასების გადამუშავების მსოფლიო ცენტრია. აქ მდებარეობს რუბენსის სახლი.
ეს არის საიტი ტურისტებისთვის, რომლებიც ბელგიაში მოგზაურობას გეგმავენ -- აქ
ერთ-ერთი პირველი ( ნუ.. ჩემთვის პირველი ) და საყვარელი, ეს არის პატარა ბიჭის ქანდაკება ბრუსელში სახელად ”Manneken-Pis statue”
მიქელანჯელოს ქანდაკება - მადონა ჩვილით
რაც შეეხება გამოჩენილ ადამიანებს:
მხატვრები: რუბენსი, სნეიდერსი,იან ვან ეიკი.
მწერლები: ჟორჟ სიმენონი (კომისარი მეგრე ♥), შარლ დე კოსტერი.
მსახიობები: ოდრი ჰეპბერნი, ჟან-კლოდ ვან დამი.
Subscribe to:
Posts (Atom)