პორტუგალიური ყოფილა სახელმწიფო ენა.. არ ვიცოდი ..
დედაქალაქი – ლუანდა..
თავისუფლების ქანდაკება – ამერიკის შეერთებული შტატების სიმბოლო..
ქვეყნის შესახებ ზოგადად აქ
ქვეყნის ფართობი შეადგენს 9.83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს, აქ ცხოვრობს 309 მილიონი კაცი. შეერთებული შტატები ფართობის და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს შორის შედის. აშშ არის მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ერი, აქ მრავალი იმიგრანტი ცხოვრობს. აშშ-ს ეკონომიკის მაჩვენებლებით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.
ძირს უაზრო ბოდიალი.. მოვინახულოთ ნაცნობი ადგილები..
პირველ რიგში, დედაქალაქი – ვაშინგტონი
ჯერ დავწერ თავისუფლების ქანდაკებაზე, რომლის სურათსაც ხედავთ (იმედია)
ეს ქანდაკება ფრანგი ხალხის საჩუქარია ა.შ.შ.–ს ხალხისადმი. ის მთელს მსოფლიოში თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. ქანდაკება ფრანგმა მოქანდაკემ ფრედერიკ–ოგიუსტ ბარტოლდიმ შექმნა.. და ნატურად საკუთარი დედა გამოიყენა. ქანდაკება 1884 წელს პარიზში დაიდგა, შემდეგ კი 350 ნაწილად დაშალეს და გემით ნიუ–იორკში გადაიტანეს. 1886 წელს ქანდაკების აწყობა დასრულდა..
თავისუფლების ქანდაკებას მარცხენა ხელში კონსტიტუცია უჭირავს, მარჯვენაში – ჩირაღდანი. შვიდქიმიანი გვირგვინი მის თავზე 7 კონტინენტს აღნიშნავს. 354 საფეხურს მნახველები ქანდაკების გვირგვინში აჰყავს..
დიდი კანიონი: 5 მილიონი ადამიანი, რომელიც ყოველწლიურად მოდის დიდი კანიონის სანახავად, შიშნარევი მოკრძალებით უყურებს ამ უზარმაზარ და ულამაზეს სანახაობას. კანიონი, რომელიც ჩრდილო–დასავლეთ არიზონაში მდებარეობს, სიგრძეში 446, ხოლო სიგანეში დაახლოებით 16 კმ–ს აღწევს. მის ფსკერზე მდინარე კოლორადო მიედინება. კანიონის ფსკერის გრანიტის ქვების ასაკი 2 მილიონ წელიწადს ითვლის.
რაშმორის მთა: სამხრეთ დაკოტის შავ მთებში მდებარე მონუმენტი ერთ დროს მსოფლიოს უდიდესი პორტრეტული ქანდაკება იყო. რაშმორის მთის ეროვნული მემორიალი ამერიკის პრეზიდენტების – ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონის, თეოდორ რუზველტისა და აბრაამ ლინკოლნის გიგანტური თავებისგან შედგება, რომელთაგან თითოეულის სიმაღლე 18 მეტრს აღწევს.
ნიაგარა: კანადისა და ა.შ.შ.–ს საზღვართან მდებარე ამ საოცარი ჩანჩქერის სახელი ადგილობრივ მკვიდრთა ენაზე "მგრგვინავ წყალს" ნიშნავს.
golden gate bridge: ქართულად "ოქროს კარიბჭის ხიდი".. ამ ხიდის აშენებამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.. და ეს ის ხიდია, რომელიც თითქმის ყველა ამერიკულ ფილმში ფეთქდება :D
ჰუვერის კაშხალი: შეერთებული შტატების ყველაზე ცხელ და მშრალ ადგილას აგებული ჰუვერის კაშხალი სიცოცხლისთვის აუცილებელ წყალს აწვდის მილიონობით ადამიანს. სტიქიის დამორჩილებით მშენებლებმა შეძლეს არამარტო საირიგაციო წყლის მიწოდება ნევადისა და არიზონას შტატებისათვის, არამედ ელექტროენერგიის გამომუშავებაც. კაშხლის მშენებლობა მდინარე კოლორადოზე 1931 წელს დაიწყო და 5 წელი გაგრძელდა. ნაგებობის სიგრძე 379 მეტრია, ხოლო სიმაღლე – 221 მეტრი.
ცოტა ხნით შენობებზეც გადავიდეთ..
ტყუპები.. უკომენტარიდ..
empire state building: მშენებლობა მხოლოდ 410 დღე გაგრძელდა და 24 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა. შენობა 1931 წელს აშენდა და 40 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმაღლეს შენობად რჩებოდა. ეს შენობაც ბევრჯერაა გადაღებული ფილმებში.. სხვა რა.. 73 ლიფტი ემსახურება.. 443 მეტრია სიმაღლეში..
ეშმაკის კოშკი: ინდიელებს სჯეროდათ, რომ ამ კლდეში ცხოვრობდა ბოროტი ღმერთი, რომელსაც ყველა ცოცხალი არსების განადგურება უნდოდა.. ის იწყებდა ცეკვას და ბარაბანზე დაკვრას.. იწვევდა ჭექა–ქუხილს და მხოლოდ მაშინ წყნარდებოდა, როცა ხვდებოდა, რომ ცოცხალ არსებებთან ერთად, ისიც დაიღუპებოდა.. მართლაც.. ელვის დარტყმა ამ კლდეზე არც ისე იშვიათია, რადგან ის ერთადერთი მაღალი ობიექტია ამ მიდამოებში..
white sands: თოვლს გავს, მაგრამ თოვლი არაა.. ეს არის უნიკალური თეთრი უდაბნო.. საქმე იმაშია, რომ ის შედგება არა კვარცის მარცვლებისგან (როგორც სხვა ქვიშის უდაბნოები), არამედ გიფსისგან.. უფრო ზუსტად, გიფსის ნაირსახეობისგან, რომელსაც სელენიტი ქვია. ეს რბილი მინერალი ცარცს ჰგავს, მაგრამ უფრო ადვილად იხსნება წყალში.. ამიტომაც გვხვდება ძალიან იშვიათად..
გამოჩენილი ადამიანები: მწერლები – ფენიმორ კუპერი, ჯეკ ლონდონი, ო' ჰენრი, მარკ ტვენი, მაინ რიდი, უილიამ ფოლკნერი, ჯონ სტეინბეკი, ერნესტ ჰემინგუეი, ედგან ალან პო, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, ჰერმან მელვილი, რეი ბრედბერი.. მხატვრებიდან გამორჩეულად არც ერთი ამერიკელი არ მიყვარს. მსახიობები: ძალიან ბევრი :დ მუსიკოსები: ბობ დილანი, ჯენის ჯოპლინი, the doors, frank zappa, steve vai, guns 'n' roses და ა.შ. ნუ, ჯექსონიც.
კიდევ ძაააალიან ბევრი რამის დაწერა შეიძლება, მაგრამ ჯერ ასე დავტოვებ..
არქიპელაგი კარიბის ზღვაში.. კუნძულები შედგება სამი მთავარი კუნძულისგან. ესენია: წმ. კროქსი, წმ. ჯონი და წმ. ტომასი.
1917 წლის 31 მარტიდან ეს კუნძულები ა.შ.შ–ს ეკუთვნის..
ამერიკის (აღმოსავლეთი) სამოა (ინგლ. American Samoa) – ამერიკის კუნძულოვანი ტერიტორია წყნარ ოკეანეში. მთავარი კუნძულია ტუტუილა, რომელიც შედის სამოის არქიპელაგის შემადგენლობაში. ქვეყნის მოსახლეობა 57 291 ადამიანი. ფართობი – 199 კმ². დედაქალაქია პაგო-პაგო.
ტერიტორიას აქვს საზღვაო საზღვარი დასავლეთით სამოასთან, სამხრეთ-დასავლეთით – ტონგასთან, ჩრდილოეთით – ტოკელაუსთან, აღმოსავლეთიტ კუკის კუნძულებთან, სამხრეთით კი ნიუესთან.
ლამაზი კია და..
ალბანეთი.. ზოგადი ცნობები აქ
ქვეყნის სახელწოდება ილირიულიდან გამომდინარეობს (olba), რაც ითარგმნება, როგორც დასახლება. ალბანურად ჟღერს, როგორც Shqipëria, რაც არწივების ქვეყანას ნიშნავს.
ალბანეთი (თავისი მდებარეობიდან გამომდინარე) ორი უძველესი ცივილიზაციის – რომის და საბერძნეთის კულტურების ზეგავლენას განიცდის და საკმაოდ მდიდარია.. ინფორმაცია ალბანეთის ტურისტულ ცენტრებზე, აი ამ საიტზე.. ძალიან ლამაზი ქვეყანაა!!
ქვეყანაში არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა.. დედაქალაქი – ბაქო ამ მხრივ გამორჩეულია.. მოკლედ რომ ვთქვა, აზერბაიჯანში ორი უკიდურესობაა: ბაქო და დანარჩენი ქვეყანა.. ბაქო ძალიან ლამაზია.. განვითარებული და თანამედროვე.. სხვაგან კი არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა.. სამწუხაროდ..
აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა. ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად მთიანი ყარაბაღის ირგვლივ სომხეთთან ჯერ კიდევ მოსაგვარებელია კონფლიქტი. აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჰყავს მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი. ძალზედ დიდია კორუფციის მასშტაბები.
ღირსშესანიშნაობები: ცეცხლის ტაძარი, Bibiheybət məscidi, ხელოვნების მუზეუმი, ლიტერატურის მუზეუმი და ყველაზე მთავარი – ვაზის ტოლმა :D
გუგლში სურათს ვეძებდი.. და ყველა სურათზე ან ომია, ან – ჯარისკაცები, ან – ავადმყოფი და დახოცილი ხალხი.. ეს სურათი ყველაზე მეტად მომეწონა.. ასეთ მდგომარეობაშია ეს ქვეყანა უკვე ძალიან დიდი ხანია.. სულ ომია..
ავღანეთისათვის იბრძოდნენ საუკუნეების განმავლობაში, მათ შორის ისტორიის თანამედროვე ეტაპზე. მან გადაიტანა კონფლიქტებისა და არასტაბილურობის ხანგრძლივი პერიოდი, რამაც მთლიანად მოშალა ეკონომიკა და სახელმწიფო სისტემა, მილიონობით ავღანელი ლტოლვილად აქცია. თავისი როლი შეასრულა სტიქიურმა უბედურებებმაც - მიწისძვრებმა და გვალვებმა.
დედაქალაქი – ქაბული დღემდე ყველაზე დანაღმულ ქალაქად ითვლება.. ისეთი მდგომარეობაა, მოსახლეობის რაოდენობის დადგენაც ვერ მოახერხეს..
მონუმენტებს და ღირსშესანიშნაობებს რაც შეეხება, გასაგიჟებელი და განსაკუთრებული არაფერია.. არც მიკვირს :|
და ბოლოს..
ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფი
მსოფლიოში უდიდესი მარჯნის რიფი და
უდიდესი ბიოლოგიური სტრუქტურაა.
სიგრძეში 2000 კმ–ს აღწევს.. და ძალიან ძალიან ლამაზია ♥
ავსტრალია ყველაზე მშრალი კონტინენტია.. მურეი – ავსტრალიის ერთადერთი ნორმალური მდინარეა.. მისი შენაკადია დარლინგი.. და რანაირად ყოფნის ეს ორი მდინარე ამხელა კონტინენტს, არ ვიცი :))
ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე ულურუ უდიდესი კლდოვანი წარმონაქმნია. მისი სიგრძე 3.6 კმ–ია, სიგანე – 2კმ.
ულურუს ადრე ეიერსის კლდე ერქვა სამხრეთ ავსტრალიის პრემიერ–მინისტრის, სერ ჰენრი ეიერსის პატივსაცემად. ულურუს აბორიგენები დღესაც ეიერსის კლდეს ეძახიან..
მეცნიერებს შორის დიდი დავა იყო იმის შესახებ, თუ საიდან გაჩნდა ასეთი წარმონაქმნი უდაბნოში.. იყო ვერსია, რომ ულურუ გიგანტური მეტეორიტი იყო, რომელიც ათასობით წლის წინ ჩამოვარდა უდაბნოში, მაგრამ მოგვიანებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ულურუ, უბრალოდ, ეროზიის შედეგია. მიუხედავად მეცნიერების დასკვნისა, ამ ადგილს მაინც მისტიკური ეფექტი აქვს.. განსაკუთრებით მზის ჩასვლისას ♥
როგორც იქნა, გამახსენდა დედაქალაქიც – კანბერა.. ამ ქალაქზე საინტერესო არაფერი არ ვიცი, ამიტომ ავსტრალიის ყველაზე დიდ ქალაქზე გადავალ – სიდნეი ცნობილია ოპერით, რომელიც ძალიან ლამაზია
ავსტრალიის კლიმანტს სასიამოვნოს ნამდვილად ვერ უწოდებ.. ყველგან უდაბნო და სიცხეა.. მხოლოდ კუნძული ტასმანია შეიძლება ჩაითვალოს ადგილად, სადაც სიგრილესა და მთიან ლანდშაფტს დანატრებული ადამიანი თავს სამოთხეში იგრძნობს.. მაგრამ.. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავსტრალიაში ვართ – ქვეყანაში, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გვარწმუნებს თავის უცნაურობაში..
რაც შეეხება ტასმანიის ფლორას და ფაუნას, კუნძულზე მცენარეების მრავალფეროვნება არ არის.. ცხოველთა სამყარო ძალიან ჰგავს ავსტრალიურ ფაუნას. მართალია, ზოგი ცხოველი და ფრინველი მარტო კუნძულზე ბინადრობს, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ავსტრალიაში ეს ჯიშები ადამიანმა გაანადგურა.
მხოლოდ ტასმანიაში ბინადრობს ორი მტაცებელი ცხოველი: ჩანთოსანი მგელი და ჩანთოსანი ეშმაკი (იგივე ტასმანიური ეშმაკი).
ამ უკანასკნელის მულტიპლიკაციური ვარიანტი პირადად ჩემთვის ძალიან საყვარელია ♥
საერთოდ, ავსტრალია ანომალია ქვეყანაა.. მდინარეები მიწის ქვეშაა, ტბები – მთების წვერზე, მსხალს სქელი დაბოლოება ყუნწთან აქვს და ბალს კურკა გარედან ეზრდება.. ხეები თავდაყირა იზრდება.. არიან ისეთი ხეებიც, რომლებიც "ახრჩობენ" და "კლავენ" ერთმანეთს..
აქ ბინადრობს ჭიანჭველა, რომელსაც ერთი ძალიან საინტერესო თვისება ახასიათებს – თუ მას ორად გაჭრი, იწყება ბრძოლა თავსა და კუდს შორის.. და ისინი ერთმანეთს კბენენ :D აქ ბინადრობს ალკენი–არსება, რომელიც ადამიანივით იცინის და გველებს ჭამს (სამწუხაროდ სურათი ვერ ვნახე).. და ძალიან საზიზღარი თევზი – blobfish, რომელიც მოწყენილ ადამიანს ჰგავს, მაგრამ ისეთია, რომ სურათს შეგნებულად არ ვდებ.. ნახეთ ლინკი..
ავსტრალიის ჩრდილო ნაპირებთან ბინადრობ მსოფლიოს ყველაზე საშიში არსება – "ზღვის კრაზანა." ის პატარა, გამჭვირვალე მედუზაა. 1 მედუზას შხამით 3 წთ–ში 60 ადამიანი მოკვდება.
ბოლოს.. გამოჩენილი ადამიანები: კაილი მინოუგი, ნიკოლ კიდმანი, რასელ ქროუ, მელ გიბსონი, პეტა უილსონი(ნიკიტა)..
დავასრულე..
დავასრულე :D ესეც პატარა ვიდეო–გიდი ♥
p.s. ლაშიუს დოქტორიუსის დაჟინებული მოთხოვნით, ვენის უნივერსიტეტი, რომელშიც ეს უკანასკნელი ისწავლის მომავალი წლიდან :))