ზოგადად.. ბელგიამ სახელწოდება მიიღო ბელგების ტომისგან..
დედაქალაქი -
ბრუსელი. დაარსდა VIII საუკუნეში. მთავარ მოედანს ”გრანდ-პლასი” ქვია. მთავარი ტაძარი წმინდა მიხეილის კათედრალური ტაძარია. ერთი ძალიან საინტერესო ტაძარი თემიდას ტაძარია - სამართლიანობის ტაძარი.. ბრუსელის გარეთ მდებარეობს ვატერლოოს ბრძოლის მემორიალი.
ქალაქი ანტვერპენი ალმასების გადამუშავების მსოფლიო ცენტრია. აქ მდებარეობს რუბენსის სახლი.
ეს არის საიტი ტურისტებისთვის, რომლებიც ბელგიაში მოგზაურობას გეგმავენ --
აქ
ერთ-ერთი პირველი ( ნუ.. ჩემთვის პირველი ) და საყვარელი, ეს არის პატარა ბიჭის ქანდაკება ბრუსელში სახელად ”
Manneken-Pis statue”
მიქელანჯელოს ქანდაკება -
მადონა ჩვილით
რაც შეეხება გამოჩენილ ადამიანებს:
მხატვრები: რუბენსი, სნეიდერსი,იან ვან ეიკი.
მწერლები: ჟორჟ სიმენონი (კომისარი მეგრე ♥), შარლ დე კოსტერი.
მსახიობები: ოდრი ჰეპბერნი, ჟან-კლოდ ვან დამი.